2020-03-03 11:36:24, 2333 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში პოლიციამ საწარმო აღმოაჩინა, რომელიც გამოყენებული პირბადეებით ვაჭრობდა
ტაილანდში პოლიციამ არალეგალური საწარმოს საქმიანობა აღკვეთა, რომელიც გამოყენებულ პირბადეებს, როგორც ახალს ასაღებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Nation წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტაილანდის პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა, რომ ერთ-ერთ საწარმოში არალეგალურ საქმიანობას ჰქონდა ადგილი. ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ საწარმო პირბადეების ყუთებში მოთავსებამდე მის გაუთოვებას ახდენდა და როგორც ახალს ასაღებდა.
როგორც ერთ-ერთი გამყიდველმა პოლიციასთან განაცხადა, მათ პირბადეები დილერისგან, შუამავლისგან შეიძინეს და შესაბამისად, მათი ნამდვილი წარმოშობის შესახებ არ იცოდნენ.
პოლიციელის განცხადებით, საწარმოს თანამშრომლები დღეში ოთხასამდე პირბადის დამუშავებას ახდენდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,