|
2020-03-02 14:45:11, 2504 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვაზე. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ინვესტიციები ყურის ქვეყნებიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია უკვე შეხვდა ყატარის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრს ალი ბინ აჰმედ ალ კუვარის, ასევე ყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს, შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანისს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. „შეხვედრებზე გამოიხატა მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. ყატარიდან ზოგიერთ უკვე დაწყებული აქვს პროექტი საქართველოში, მაგრამ ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალი გაცილებით დიდია. ინვესტორებს აინტერესებთ საქართველოში შემოსვლა - ისინი ხედავენ პოტენციალს სამშენებლო სექტორში, სასტუმროების ინდუსტრიასა და სხვა სექტორებში. გარდა ამისა, მათ დიდი ინტერესი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის საპორტო - სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. საქართველო არის აბრეშუმის გზის ნაწილი და ყატარსაც სურვილი აქვს, ამ პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, შეხვედრებზე გამოითქვა ძალიან ბევრი საერთო ინტერესი. „მე ძალიან პოზიტიურად განვეწყვე და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები წამოვა ყატარიდან," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. საქართველოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრას გამართავს ყატარის ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს და კორპორაცია „Qatar Petroleum" - ის აღმასრულებელ დირექტორთან, საად შერიდა ალ კააბისთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იასიმ სეიფ აჰმედ ალ სულაითისთან, აგრეთვე „Qatar Mining" - ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰალიდ ალ ობაიდლისთან და ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
The Atlantic: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ
DataIQ-მ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკის, AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)