22:18 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 20:35:00, 3554 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი - 18 წლიანი ომი სრულდება

აშშ-მა და დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს - ხელმოწერის ცერემონია კატარისდედაქალაქ დოჰაში შედგა.
BBC-ის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმების მეორე ფაზის ფარგლებში, თავის მხრივ, ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

აშშ-ის მხრიდან გარიგებას ხელი ავღანეთის, ინდოეთისა და პაკისტანის სპეცწარმომადგენელმა დალმაი ხალილზადმა მოაწერა. ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.
შეთანხმების თანახმად, 14 თვის განმავლობაში აშშ და ნატო ავღანეთიდან ჯარებს ბოლომდე გაიყვანენ. თავის მხრივ, „თალიბანი“ პირობას დებს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.
აშშ-მა ავღანეთში სამხედრო ოპერაცია 2001 წლის 11 სექტმებრის ტერაქტიდან მალევე დაიწყო. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics