03:19 - 05 Nov, 2026
|
2020-02-29 15:07:14, 3673 ნახვა
სხვადასხვა
ირანელი დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა
ირანელი დეპუტატი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ The Independent ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, შაბათს დილით გარდაიცვალა. ირანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი კორონავირუსისგან ისლამურ რესპუბლიკაში 43 ადამიანი დაიღუპა. ასევე, დადასტურებულია 593 კორონავირუსული შემთხვევა. „სამწუხაროდ, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით ბოლო 24 საათში“, - განუცხადა კიანუშ ჯაჰანპურმა სახელმწიფო ტელევიზიას. „ახლა დაღუპულთა რიცხვი 43-ია“. გუშინდელი დღიდან კორონავირუსით ინფიცირების 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელმაც ჯამში 593 შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)