12:36 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 11:27:51, 2182 ნახვა

კომენტარი
ბოკერია გერმანიის ელჩთან ვიზიტზე - მმართველ გუნდთან ბოლო საუბრის შემდეგ, არაფერი შეცვლილა

„არსებითად არაფერი არ შეცვლილა ბოლო საუბრის შემდეგ. ბატონი ივანიშვილი გონს უნდა მოვიდეს, რომ არსებული ვითარება განიმუხტოს“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩთან ვიზიტის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიმა განაცხადა.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მოწოდებულია იმისთვის, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით რაიმეს მიაღწიონ და არსებული სიტუაცია განმუხტონ.

„არსებითად არაფერი არ შეცვლილა ბოლო საუბრის შემდეგ. თუ ბატონი ივანიშვილი გონს მოვა, რომ არსებული ვითარება განიმუხტოს, რასაც ორი რამ სჭირდება, ერთი ესაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მეორე, გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. მთელი ოპოზიციაა მოწოდებული, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს, თუ ეს შედეგი გვექნება აუცილებლად გაგაგებინებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩთან ვიზიტის შემდეგ, პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროგრესია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცვალეს მოსაზრებები და იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას არ ჩაშლის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძებელია, რომ რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გუშინ ოპოცისიისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდენენ. შეხვედრა რამდნეიმე საათს გაგრძელდა და გვიან რამით დასრულდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრაზე სხვადასხვა საკიტხთან დაკავშირებით ისაუბრეს, მათ შორის საუბარი შედგა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics