12:36 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 14:00:59, 1735 ნახვა

კომენტარი
რუსეთის კოორდინაციის მიუხედავად იდილბში მყოფ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა

 
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი 33 თურქი სამხედროს  გარდაცვალების შესახებ კომენტარს აკეთებს.
 იდალიბში მყოფ სამხედროებს თავს დაესხნენ რუსული მხარის კოორდინაციის მიუხედავად, რომელიც წინასწარ იყო ინფორმირებული თურქეთის შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობის შესახებ - განაცხადა ჰულუსუ აკარიმ ჰათაის პროვინციიდან, რომელიც სირიას ესაზღვრება.
ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის მინისტრის თქმით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო იერიში მიიტანეს იდილიბში არსებულ , ალ-ასადის რეჟიმის 200-ზე მეტ ობიექტზე. იდილიბში, თურქეთის არმიამ 5 ვერტმფრენი, 23 ტანკი, 23 საბრძოლო იარაღი , სარაკეტო სისტემა SA-17 და სარაკეტო ქვემეხი SA-22 გაანადგურა.  თავდაცვის მინისტრის თქმით 309 ბაშარ ასადის რეჟიმის მომხრე იქნა განეიტრალებული.
 მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იდილიბში, საჰაერო თავდასხმის დროს , თურქეთის სამხერდოების ბაზაზე არცერთი შეიარაღებული დაჯგუფება არ იმყოფებოდა.
"იდილიბში, თურქეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა გაგრძელდა, ანკარას გაფრთხილების მიუხედავად. სასწრაფო დახმარების მანქანებზეც კი დარტყმები ხორციელდებოდა", - აცხადებს თრქეთის თავდაცვის მინისტრი.
 შეგახსენებთ 27 თებერვალს, თურქეთის პროვინციაში, იდლიბაში სირიამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის  შედეგადაც 33 თურქი სამხედრო გარდაიცვალა, ხოლო 32 დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics