|
2015-08-01 17:42:47, 732 ნახვა
საზოგადოება
ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა
ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015“-ზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან რუსი ალუმერ ტუმაევი (Aliumer Tumaev) იპონით დაამარცხა. „რუს სპორტსმენთან წაგებული მქონდა. დღეს ორმაგი მოტივაციით ვიჭიდავე, რათა ოქროს მედალი თბილისში დამეტოვებინა“, - განაცხადა ონისე სანებლიძემ. ფინალამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დამაარცხა. ჩემპიონმა პოლონელ ერიკი რიციაკს (Eryk Ryciak), სერბ სტეფან მიჩიჩს (Stefan Micic) და უკრაინელ ალექსი ბებანკოს (Oleksii Babenko) მოუგო, ხოლო ვერცხლის პრიზიორმა უნგრელ პეტერ არვაის (Peter Arvai), ებრაელ ალმოგ ლუზუნის (Almog Louzoun) და ჰოლანდელ სიმეონ კატარინას (Simeone Catharina) სძლია. საერთო ჯამში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 4 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)