04:46 - 21 Aug, 2026
|
2020-02-27 15:43:35, 1582 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი - ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხი, ჟენევის ფორმატში განიხილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული მამაკაცის საკითხი უახლოეს პერიოდში ჟენევის შეხვედრაზე განიხილება. მინისტრის თქმით, გატაცებული მამაკაცის გათავისუფლება უახლოეს მომავალში მოხდება. „ცხელი ხაზი ამოქმედებულია და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორც მივმართავთ ხოლმე მსგავს შემთხვევას, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში იქნება და უახლოეს ჟენევის შეხედრაზე ყველა შემთხვევა იქნება განხილული. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მისი გათავისუფლება“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, დღეს, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი 60 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)