20:35 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 14:31:19, 425 ნახვა

პოლიტიკა
კახიშვილი: 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ შევინარჩუნოთ წესრიგი და თითოეული ადამიანის უფლებები უზრუნველვყოთ

24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ, რომ შევინარჩუნოთ წესრიგი და თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

კახიშვილმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ გუნდს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ ამავდროულად მე, საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება ამ დაწესებულებებში. მე მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო გოგა მღებრიშვილს, რომელმაც ჩაიბარა ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი ქვეყნისთვის და მინდა მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ცნობისთვის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე კახა კახიშვილი წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics