|
2020-02-26 13:54:01, 1649 ნახვა
კომენტარი
მარიამ ჯაში - თუ მინისტერიალი თბილისში ლავროვის ხელმძღვანელობით ჩატარდება, საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევს, რაც სამართლიანი იქნება
„თუ მინისტერიალი თბილისში ლავროვის ხელმძღვანელობით ჩატარდება, საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევს, რაც სამართლიანი იქნება“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში საქართველოში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს. მისი თქმით, გონივრული იქნება, თუ აღნისნული შეხვედრა სტრასბურგში გაიმართება. „გონივრული იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე ჩვენი საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, რომ აღნიშნული შეხვედრა ჩატარდეს სტრასბურგში. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება არის აუცილებელი, მაგრამ არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ვშიშობ, რომ თუკი მაისში ჩატარდა აღნიშნული შეხვედრა თბილისში, მით უმეტეს, თუკი ის ჩატარდა ბატონი ლავროვის ხელმძღვანელობით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროტესტი, რაც იქნება სამართლიანი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, რომელსაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი რამდენჯერმე აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისგან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)