|
2020-02-25 18:10:36, 3770 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა
იაპონელი მამაკაცი, მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარეს, იგი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩიტეცუ უატანაბე, იაპონიის ცენტრალური ქალაქის, ჯოეცუს მაცხოვრებელი იყო. იაპონური მედიის, „კიოდო ნიუსის“ თანახმად, იგი კვირას, 23 თებერვალს გარდაიცვალა. უატანაბე ნიიგატაში, ჩრდილოეთ იაპონიაში, 1907 წლის 5 მარტს დაიბადა. 12 თებერვალს, მან გინესის მსოფლიო რეკორდსმენის ოფიციალური დამადასტურებელი საბუთი მიიღო, სადაც იგი მსოფლიოს უხუცეს ადმიანად მოიხსენიეს. უატანაბეს წინამორბედი, ასევე იაპონელი მასაზო მომაკა იყო, რომელიც ერთი თვის წინ, 113 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთი უხუცესი ადამიანი, ასევე იაპონელი კანე ტანაკა გახლდათ. 117 წლის კანე, 2018 წლის იანვარში გარდაიცვალა. უატანაბე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ომის დამთავრების შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა და სამოქალაქო მოხელედ მუშაობდა საპენსიო ასაკამდე. გარდაცვალებამდე უატანაბე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. გინესის დაჯილდოების ცერემონიალზე მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა. მისი თქმით, იგი არასდროს ბრაზდებოდა და ხშირად იღიმოდა. იაპონელ უხუცესს 5 შვილი, 12 შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილის შვილი ჰყავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)