|
2015-08-01 09:13:02, 504 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ "ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი" ნაჩქარევი და ემოციურია
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ლევან ბობოხიძის ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ "ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი", ნაჩქარევი და ემოციურია. ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" ისაუბრა. "მე ვფიქრობ, რომ არის ხოლმე ნაჩქარევი განცხადებები, რომლის პოლიტიკურ შედეგებს ჩვენ ვერ ვიაზრებთ. პრეზიდენტი თავისი უფლებებამოსილების ამ ნაწილში, შეწყალების ნაწილში, უნდა იყოს აბსოლუტურად ზეპარტიული. არ უნდა იყოს ის აქცენტი, თუ ვინ ვისი ძმაა. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლის წევრებს ჯერ კიდევ ახსოვთ კანონები, რომლებიც იყო მიღებული ე.წ."Член семьи врага народа". ძალიან ფაქიზად უნდა მოვეპყრათ ამ თემებს. შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომლითაც სახელმწიფო ეუბნება თავის მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია მკაცრი ვიყო შენ მიმართ და დაგსაჯო კანონის მიხედვით, ამავე დროს ჩემში არის ჰუმანური საწყისი. ეს უფლება გადაცემული აქვს ქვეყანაში ყველაზე ლეგიტიმურ პოლიტიკურ ფიგურას – პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს უფლება, ჰუმანურობა გამოყენებულ იქნას პარტიული და პოლიტიკური ნიშნით. როდესაც ასეთი კომენტარი კეთდება მე ვფიქრობ, რომ ეს ემოციური და გარკვეულწილად ნაჩქარევი განცხადებაა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. რაც შეეხება პრემიერის განცხადების იმ ნაწილს, რომ ის იმედოვნებს, პრეზიდენტი ახალაიას, მერაბიშვილსა და სააკაშვილსაც შეიწყალებს, მარგველაშვილის თქმით, მას უჭირს ამ არასერიოზული განცხადების სიღრმისეულად კომენტირება. პრეზიდენტის თქმით, მეტი სინათლე უნდა შევიტანოთ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და უფრო პროფესიულად ვეკამათოთ ერთმანეთს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)