|
2015-08-01 09:11:46, 446 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებენ
„თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას გააძლიერებენ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შეფასებისას განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მან მოისმინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეკრული. პრეზიდენტის თქმით, ეს მისთვის სახალისოა. „ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი და პერსონალური წიაღსვლები მოვისმინე ჩემი პერსონის შესახებ, რომელიც დაგაფიქრებს ადამიანს; მოვისმინე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვარ შეკრული. კამპანიას ვხედავ, მაგრამ, ყველაფერი ეს რაღაცნაირი სახალისოა. ნამდვილად არ არის გამაღიზიანებელი ჩემთვის, მაგრამ სულ ვფიქრობ, რა გავლენას ახდენს ასეთი კამპანიები საზოგადოებაზე. ჩემი კრიტიკა წინა ხელისუფლების მიმართ რეალურად ძალიან ხშირად ისმოდა და არა მხოლოდ 2012 და 2013 წელს ისმოდა, არამედ 2008-ში, 2010-ში, 2003-ში და ა.შ. დავუშვათ, მოვახერხეთ და ეს ყველაფერი დავავიწყეთ საზოგადოებას და დავარწმუნეთ, რომ პრეზიდენტი მართლაც შეკრულია ოპოზიციურ ძალასთან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის ეს მომგებიანი და საინტერესო?! თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაცმოძრაობას“ უფრო გააძლიერებენ“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)