13:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 18:51:56, 2157 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი IPSOS-ის კვლევაზე: ნიკა გვარამია როგორ ჩაატარებდა ისეთ კვლევას, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ ექნებოდა უპირატესობა

„ნიკა გვარამია როგორ ჩაატარებდა ისეთ კვლევას, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ ექნებოდა უპირატესობა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფრანგული ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევის მიხედვით იმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე.

„ნიკა გვარამია როგორ ჩაატარებდა ისეთ კვლევას, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ ექნებოდა უპირატესობა. კვლევის შედეგებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით საითკენ არის ანალიზი გაკეთებული,  ანუ იმარჯვებს ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, ყოველგვარი დანარჩენი გაერთიანებული ოპოზიციის წევრების გარეშე“, -  განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ფრანგულმა ორგანიზაცია IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას მისცემდა, 29% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 10% - „ევროპულ საქართველოს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics