|
2020-02-21 13:08:37, 2375 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი მცირე მარნების ხელშემწყობი ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო. პროექტს, რომლის მიზანია ღვინის მწარმოებელი მცირე და საოჯახო მარნების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კომპანია „თელიანი ველი" ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მცირე და საოჯახო მარნების განვითარება და იშვიათი ჯიშების ყურძნისგან ღვინის წარმოების ხელშეწყობაა, რაც ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროექტი „ღვინის ხალხი“ სრულ თანხვედრაშია ჩვენ პოლიტიკასთან. ეს საუკეთესო მაგალითია დიდი კომპანიისა და მცირე მარნების თანამშრომლობის, რაც მისაბაძი უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვისაც. ქართული ღვინო და მისი მრავალფეროვნება, საქართველოს სავიზიტო ბარათია, ჩვენი ძლიერი მხარეა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სწორი პოლიტიკა და მართვა. ჩვენ შევძელით უნიკალური და იშვიათი ჯიშების შენარჩუნება და ახლა მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მათ ინდუსტრიალიზაციას და წარმოებაში დაბრუნებას. ეს საშუალებას მოგვცემს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით წარვდგეთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. პროექტის ფარგლებში, მოხდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ყურძნის უნიკალური, იშვიათი და ნაკლებად კომერციული ჯიშებისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების ჩამოსხმა და პოპულარიზაცია-რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. „ღვინის ხალხის“ პირველი კოლექცია ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მცირე მარნების წარმოებულ 10 სხვადასხვა ღვინოს აერთიანებს და თითოეული ბოთლი ღვინის მწარმოებლის ისტორიას გადმოსცემს. პროექტი ხელს შეუწყობს ბოლნური ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის მწარმოებელი მცირე და საოჯახო მარნების გაფართოებას და წარმოების ზრდას. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელი მეღვინეების ინიციატივითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბოლნისი ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა. თბილისის ღვინის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები ესწრებოდნენ.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)