16:35 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 15:50:04, 1749 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციას კონსენსუსის მისაღწევად, თუმცა ერთ პარტიას არ აქვს ამის სურვილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის შეხვდეს ოპოზიციას, ასევე ცალკეულ პარტიებს, რათა მოხდეს საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა.

კალაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემით.

„ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ყველას ერთად ერთად, მათ წარმომადგენლებს, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ რისი მზაობაც მათ აქვთ. კონკრეტულ ერთ პარტიას და მის შენაერთებს არ აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეთანხმება მოხდეს, თუმცა აუცილებლად მოხდება შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას და ვერ მოხდება კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით," - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics