|
2020-02-19 15:29:31, 3136 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ კოდისწყაროში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში, ახალი სასწავლო წლიდან გამყოფი ხაზისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები ისწავლიან. სამუშაოების ღირებულება 1 123 577 ლარია. კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების ახალი შენობების მშენებლობის და არსებული სკოლების სარეაბილიტაციო პროცესი. აშენდა და უკვე ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტების სკოლები სოფელ თვალადსა და ქალაქ კასპში (#1 საჯარო სკოლა). ამჟამად სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ წინარეხსა და ხოვლეში. 150 მოსწავლეზე, ახალი სკოლის მშენებლობა მალე სოფელ ქვემო გომშიც დაიწყება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს საჭირო პირობები შევუქმნათ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)