|
2015-07-31 15:04:48, 508 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაძლევს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანან კობახიძის განცხადებით, პარლამენტი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე, პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, კანონმდებლობა, დეპუტატებს არ ავალდებულებს, რომ რიგგარეშე სხდომა არდადეგების პერიოდში მოიწვიონ. „სამწუხაროა, რომ ვეტოს დაძლევის წინაშე კიდევ ვდგებით. თუმცა, ამას დავძლევთ. პრეზიდენტსაც აქვს ინფორმაცია, რომ უმრავლესობას აქვს იმის რესურსი და ძალა, ეს ვეტო დაძლიოს. ამიტომ, მე არ მესმის, ეს ვეტო ვეტოსთვის რა საჭიროა. პარლამენტი რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს იმ კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ და მიგვაჩნია, რომ არის სწორი და შესაბამისი ევროკავშირის ძირითად ხაზთან. ეს კანონი არის პარლამენტის მხრიდან მიღებული, მხარდაჭერილი, პარლამენტი თავად გადაწყვეტს როდის დაძლიოს ვეტო. რადგან არდადეგების პერიოდში ვართ, სავარაუდოდ ეს იქნება საშემოდგომო სესიაზე, პირველივე დღეს ან პირველივე კვირას, ამას ჩვენ აღარ გადავდებთ, არც არის ამის საფუძველი. ჩვენ არ გვავალდებულებს პირდაპირ კანონი, რომ რიგგარეშე სხდომა მოვიწვიოთ არდადეგების პერიოდში. ეს ჩვენი უფლებაა. ამ უფლებით ვისარგებლებთ თუ არა, ეს პარლამენტზეა დამოკიდებული და არა პრეზიდენტზე“, - აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)