16:59 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 14:09:32, 561 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დვირის მიმდებარედ გაჩენილმა ხანძარმა 4-5 ჰა ფართობი მოიცვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე, სოფელ დვირის მიმდებარედ, გაჩენილმა  ხანძარმა 4-5 ჰა ფართობი მოიცვა, რის შედეგადაც დაზიანდა ბუჩქნარი, მოზარდ-აღმონცენი და დაიწვა  1ჰა-მდე ნაძვნარი კორომი. 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,  შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელშიც შედის   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს,  შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის,  სამაშველო სამსახურისა და  მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლები.  სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც. ამ დროისათვის 2 ვეტმფრენის მეშვეობით,  ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი ლიკვიდირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics