|
2020-02-13 15:31:30, 1708 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - ან დამაკავებენ, ან უზენაესში, მრავალჭირნახულ თადუმაძესთან წავა საქმე
„უნდა ელოდო ან პატიმრობას, ან უზენაეს სასამართლომდე მივა საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული ბატონი თადუმაძე დახვდება“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, პროკურატურის მიერ სააპელაცო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრებას. მელია აღნიშნავს, რომ მის საქმეს განიხილავს „ვითომ მოსამართლე“, ვეფხია ლომიძე. „პროგნოზების გაკეთებისგან არათუ თავს შევიკავებ, უბრალოდ უსარგებლოა. თავადაც არ იცის რა უნდა, ბოლო მომენტამდე არ ეცოდინება. აქ ხომ არანაირი მართლმსაჯულება არ ხოციელდება. უბრალოდ წინა დღით მიღებული ესემეს შეტყობინებით , საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს ვითომ მოსამართლე, ბატონი ლომიძე, რომელიც ჩემი ინფორმაციით არის ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი მოსამართლე. ალბათ, შემთხვევით არც მას დააწერეს ეს საქმე. 7 წლის განმავლობაში იხილავდა საქალაქო სასამართლო არსებულ საქმეს და ამ საქმეში გამამართლეს. ახლა მოულოდნელად, გუშინ შევიტყეთ, რომ ჩანიშნეს პროცესი. რა თქმა უნდა, უნდა ელოდო ან პატიმრობას, ან უზენაეს სასამართლომდე მივა საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული ბატონი თადუმაძე დახვდება. ის რას გადაწყვეტს კაცი შვილმა არ იცის“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,ნიკა მელიას მიმართ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე გამოტანილი განაჩები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმეზე პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა, ხოლო მელიას საქმეს სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ვეფხია ლომიძე განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიასა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს „ბანკი ქართუს“ საქმეზე სასამართლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა, რომელზეც ბრალი 2013 წელს წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში უდანაშაულოდ სცნო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)