|
2020-02-13 15:26:02, 5203 ნახვა
სხვადასხვა
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ჯანსაღ სხეულში რომ ჯანსაღი სულია, ეს ფრაზა არაერთხელ ამოგვიკითხავს წიგნებში, სტატიებში, მოგვისმენია ნაცნობებისგან, უცნობებისგან, რადიოსა თუ ტელევიზორში. ბოლო რამდენიმე წელია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა აქტიურ ფაზაშია და ბევრი მიმდევარიც ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამას სავარჯიშო სივრცეების რაოდენობაც მოწმობს და ბიო პროდუქტების მაღაზიებში ხალხის რიგიც. იწერება უამრავი ბლოგი, სტატია, სოციალურ ქსელებში იდება ათასობით ფოტო-ვიდეო მასალა. ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები, რომელთაც უამრავი გამომწერი ჰყავთ სოციალურ ქსელში, თანხასაც გამოიმუშავებენ სხვადასხვა სარეკლამო მასალის განთავსებით. სწორი კვებასაკვები ადამიანის ენერგიის წყაროა. ის ამარაგებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ნივთიერებებით - ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. საუზმე, სადილი და ვახშამი დაბალანსებული უნდა იყოს ბოსტნეულით, ხილით, ხორცითა თუ რძის პროდუქტებით. ხშირად დროის უქონლობის გამო, ხალხი არ საუზმობს და მხოლოდ ყავით შემოიფარგლება. არადა საუზმეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა სწორ კვებასა და ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. მისი გამოტოვება არ შეიძლება. წყალი სიცოცხლის ელექსირია. ის უზრუნველყოფს ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, სხეული საკმარისი რაოდენობის წყლით მარაგდებოდეს. ვარჯიში
ჯანსაღ ცხოვრებაში გარკვეული ფიზიკური დატვირთვაც მოიაზრება. აუცილებელია სხეული იყოს ტონუსში, ყველა კუნთი მუშაობდეს. ვარჯიში შესაძლებელია, როგორც სპორტულ დარბაზებში, ასევე სახლის პირობებში. უამრავი ვიდეოგაკვეთილია განთავსებული ინტერნეტ სივრცეში თუ როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის მოძრაობა სწორად, რომელი კუნთისთვის რა სახის ვარჯიშების გაკეთებაა უკეთესი და ა.შ. ამასთან, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა ორგანიზმს ენერგიით ავსებს და ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას. ველოსიპედიუფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ველოსიპედით. ტრანსპორტის ეს სახეობა საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც მოწმობს ველოსიპედების სიმრავლე ბაზრობებსა თუ ინტერნეტ მაღაზიებში. ბავშვები, თინეიჯერები, ზრდასრულები თბილ ამინდში ველოსიპედებით სეირნობენ ეზოებში, სკვერებსა თუ პარკებში, ასევე საგანგებოდ მოწყობილ გზებზე. რამდენიმე წელიწადში ჩვენთანაც, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, ველოსიპედებით წავლენ საყიდლებზე, სკოლასა თუ სამსახურში. გარდა სხეულის გაკაჟებისა, ველოსიპედით გადაადგილება ხელს უწყობს მანქანათა შემცირებას გზებზე და თავიდან გვარიდებს საცობებს, ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. ველოსიპედების შეძენა Liloshop-ზე შეგიძლიათ ონლაინ. ძილი
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ძილი. ამ დროს ორგანიზმი საჭირო ენერგიით ივსება, რომელიც მეორე დღეს უნდა დაიხარჯოს. ბავშვს, ახალგაზრდას, ზრდასრულსა თუ მოხუცს - ყველას სჭირდება დამღლელი დღის შემდეგ დასვენება და ძალების აღდგენა. ღამეში 7-8 საათი ძილი აუცილებელია ორგანიზმისთვის, განწყობისა და მოტივაციისთვის. არასაკმარისი ძილი ვნებს სხეულს, იწვევს გაზიღიანებას, უენერგიობას და დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადებასაც. მისდიო ჯანსაღი ცხოვრების წესს რთულია, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმამდე, ხოლო შემდეგ უკვე ის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, რომელსაც დადებითი შედეგი მოაქვს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)