|
2020-02-12 12:19:41, 1883 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე უგულავას დაკავებაზე - ეს „ქართული ოცნების“ უკომპრომისო დამოკიდებულებაა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე
„ეს არის „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების უკომრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას. მდინარაძემ ოპოზიციონერების კრიტიკასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს არის მათი დღის წესრიგი. „უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების 50 მილიონ ლარამდე გაფლანგვაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკომპრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ. ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაერღვა და მას გამოუტანეს უსამართლო განაჩენი, შეუძლიათ საქმე გაასაჩივრონ სტრასბურგის სასამართლოში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპონენტებს შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება და დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)