|
2015-07-30 17:39:42, 391 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა ათონელის რეზიდენციას კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთავაზობს
ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საქართველოს მთავრობა რეზიდენციას კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთავაზობს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა ალტერნატივა არ განიხილება, ვინაიდან შენობა უმაღლესი თანამდებობის პირისთვისაა დაგეგმარებული. "არავითარი ახალი გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. გქვონდა სამწუხარო მიმოწერა ქალბატონ ირინასთან.როგორც იცით, იქნა მიღებული უშიშროების საბჭოს მიერ ეს გადაწყვეტილება, ვერ გავიზიარებთ არგუმენეტებს ვერანაირად. რასაც ასაბუთებს ქალბატონი ირინა არის, რომ თითქოს არ შეესაბამება უმაღლლეს სტანდარტებს, თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ და ნახოთ მთავრობის ადმინისტრაციაში, რა პირობებში მუშაობდა უშიშროების საბჭოს აპარატი და ნახოთ ათონელის რეზიდენციაში, რა პირობებიც არის. ალბათ, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ მთავრობა არის სახელმწიფო ქონების გამკარგველი. ვერ გავიზიარებთ ვერც იმას, რომ თითქოს პოლიტიკური მიზეზების გამო იქნა ჩვენი მხრიდან რაღაც მოლაპარაკება ჩაშლილი. პოლიტიკურ გაადწყვეტილებას სამწუხაროდ, მე პირადად მათ გადაწყვეტილებაში უფრო ვხედავ. დაველოდოთ, ვნახოთ, გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს იმას, რომ გადავიდეს იმ შენობაში, რომელიც მათთვის აშენდა. სხვა ალტერნატივა ვერ განიხილება.ეს არის რეზიდენცია, რომელიც უმაღლესი თანამდებობის პირისთვისაა დაგეგმარებული და იქ სხვა უწყების განთავსება რაციონალური არ არის",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)