|
2020-02-11 17:46:59, 1467 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება აკუმულატორებზე
გარემოს ეროვნული სააგენტო 11 თებერვლიდან საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას იუწყება, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურა კი მკვეთრად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დიდთოვლობა. ვინაიდან ტემპერატურა ქვემოთ იწევს, განსაკუთრებულად მნიშვენელოვანია ავტომობილის აკუმულატორზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ 10-დან 17 თებერვლის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი Varta-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის აკუმულატორებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს. ამასთანავე Varta-ს აკუმულატორებზე ვრცელდება უსასრულო გარანტია, რაც ნიშნავს, რომ თუ „თეგეტა მოტორსში“ შეძენილი აკუმულატორი დაზიანდა, კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ. თეგეტა მოტორსი 2000 წლიდან არის Varta-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. Varta მრავალი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია თავის სეგმენტში. მეტი კომფორტისთვის, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს "თეგეტა კომფორტის“ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. ამ სერვისის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის და დაქოქვის მომსახურებით - თეგეტას პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას, მონტაჟს და დაქოქვის მომსახურებას. მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ თეგეტას ცხელ ხაზზე 226 44 44 ან ეწვიეთ ვებ გვერდს tegetamotors.ge. აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. მისი მთავარი ამოცანა ძრავის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაა, თუმცა ავტომობილის განვითარებასთან ერთად აკუმულატორის ფუნქცია-მოვალეობები გამუდმებით იზრდება. აკუმულატორს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ავტომობილის გულს. სწორედ აკუმულატორი აწვდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელექტრო ენერგიას სხვადასხვა მოწყობილობებს, რომლებიც მძღოლისა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე არის პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი, სწორედ აკუმულატორის გაუმართაობაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკუმულატორის გამართულად მუშაობაზე ზრუნვის აუცილებლობას, ამასთანავე აუცილებელია პერიოდულად შევამოწმოთ აკუმულატორის შესაძლებლობები - სასიცოცხლო ლიმიტი, ვიდრე უშუალოდ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)