19:04 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 17:36:29, 1964 ნახვა

კომენტარი
ნათელაშვილი - უგულავა დააპატიმრეს ერთადერთი მოტივით, მას ეკავა შეურიგებელი პოზიცია გველეშაპის წინააღმდეგ

„უგულავა დააპატიმრეს ერთადერთი მოტივით, მას უკავია შეურიგებელი პოზიცია გველეშაპის მიმართ, რომელმაც სული ამოხადა ქვეყანას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის შეიცვალა ნათელაშვილმა დამოკიდებულება უგულავას მიმართ, მან აღნიშნა, რომ ადამიანი გახდა პოლიტიკური პატიმარი და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ამბობდა მასზე გუშინ.

 „როდესაც ადამიანი გახდება დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და რეპრესირებული, მასზე ვინ რას ამბობდა გუშინ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ხვალ-ზეგ იქნება სხვანაირი შეფასება. შეფასებას ჩვენ არ ვიგონებთ, რეალობა გვკარნახობს, რეალობა არის ის, რომ კაცი მესამედ ერთსა და იმავე, ვითომ სამართალდარღვევაზე მისცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში და დააპატიმრეს ერთადერთი მოტივით, რომ მას უკავია შეურიგებელი პოზიცია იმ გველეშაპის მიმართ, რომელმაც სული ამოხადა ქვეყანას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics