01:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 16:43:59, 1296 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: გვსურს, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავება საქართველოშივე ხდებოდეს

„გვსურს, რომ საქართველოს წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არამხოლოდ მოპოვებულ იქნას საქართველოში, არამედ მისი გადამუშავებაც მოხდეს საქართველოში ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც წიაღისეულის ათვისების მიზნით ასი პარალელური, სალიცენზიო აუქციონის გამოცხადებას ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტები, რომელთა ჯამური საწყისი სააუქციონე ფასი 82 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიცია 120 მილიონ ლარს აჭარბებს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ბიზნეს-ასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროგრამის ახალი კომპონენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა.

ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონის მნიშვნელობაზე, მან აქცენტი გააკეთა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოში მოპოვებული სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება ადგილზე, საქართველოშივე მოხდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს.

„გვსურს, რომ ქართული მარმარილო გადამუშავდეს აქ და მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას, ჩვენი ბაზალტი გადამუშავდეს აქ და მისგან ხელოვნური ბოჭკოები იწარმოებოდეს საქართველოში, ჩვენი თიხიდან იწარმოებოდეს ქართული კერამიკა და მან იმპორტი ჩაანაცვლოს, ჩვენი სასმელი წყალი ჩამოისხას საქართველოში და  ცნობილი გახდეს უამრავ საექსპორტო ბაზარზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამას მთავრობა სხვადასხვა პროგრამებით მიაღწევს, მათ შორის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წიაღისეულის მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დაცვას ეხება და რაც გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებში.

„ჩვენ უფრო მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტს ვთხოვთ ინვესტორებს და უფრო მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას",- აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics