|
2020-02-10 21:11:16, 1326 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი უგულავას საქმეზე - ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის
„ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის“, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ყველა აცნობიერებს იმას, რომ ამით ყველა სახის მოლაპარაკებები დასრულებულია. „ერთი არის სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლის დეტალები, მაგრამ მეორე არის რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის მაშინ როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების რეჟიმში იყო და ბუნებრივია ყველა აცნობიერებს იმას, რომ ამით ფაქტობრივად დასრულებულია მოლაპარაკებები. შემიძლია გავიმეორე იგივე რაც გითხარით, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური დატვირთვა და მისი პოლიტიკური დატვირთვა არის ძალიან ნეგატიური. მან ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის" საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ 3 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)