|
2020-02-10 20:11:22, 1351 ნახვა
კომენტარი
უგულავა - რაც უფრო მაგრად გაწელავს ივანიშვილი ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება ცხვირში
„დაჭერებით ივანიშვილი საკუთარ დაისს დაასრულებს, ოღონდ ეს დაისი იქნება ძალიან მწარე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავას თქმით, რაც უფრო მაგრად გაწელავს ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდება და მოხვდება ცხვირში. „ერთადერთი ახსნა აქვს ამას, ეს არის სიბრიყვისა და შიშის კომბინაცია. შიშმა ბოლომდე ბრიყვად აქცია ივანიშვილი, ეს არის ჩვეულებრივი, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ფულიანი, აღზევებული მდაბიო, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანა ჩაიგდოს ხელში. დაჭერებით ამას ვერ მოახერხებს, მეტიც, დაჭერებით მხოლოდ საკუთარ დაისს დაასრულებს, ოღონდ ეს დაისი იქნება ძალიან მწარე მისთვის. ჩაენიშნათ სასამართლო, ყოფილიყო ჩვეულებრივი განხილვა და ჩვენ არგუმენტებს ვეტყოდით, მაგრამ ეშინიათ. პირველი ეს არის, რომ 20 ივნისს, როდესაც მოლაპარაკება ჩაშალა ივანიშვილმა, იმისათვის რომ დაერბია და პასუხად მიიღო ჩემგან დედის გინება ყველა პირდაპირ ეთერში, 20 ივნისს, როდესაც თქვენ მოლაარაკება ჩაშალეთ და დედის გინება ივნიშვილის იყო ის ერთადერთი ენა, რომელსაც ის იმსახურებდა და მე მხვდა პატივი, გამემოვანებინა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომელიც იყო იქ, ან იჯდა ტელევიზორთან და ივანიშვილის კარგებს, კეთილებს და დედას კითხულობდა. უნდა იცოდეს მან და ნებისმიერმა, ხელისუფლება რომელიც მარტო ძალაუფლებისთვის იბრძვის ის ამ ძალაუფლებას დაკარგავს და რაც მეტად მოეპოტინება, მით მეტად დაკარგვს. რაც უფრო მაგრად გაწელავს ზამბარას ბატონი ივანიშვილი, მით უფრო მტკივნეულად დაუბრუნდება და მოხვდება ის მას ცხვირში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)