|
2020-02-10 18:55:30, 1267 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ხელისუფლებას - 2020 თქვენი აღსასრულის წელია, დაგამთავრებთ
„ეს ნაბიჯი არის მშიშარა კაცის და პროკურატურას ფორმალურად, ზურგს უკან ამოფარებული ქოც ბანდიტების გადაწყვეტილება“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს’ ლიდერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიგი უგულავას დაკავებას. გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ 2020 წელი მმართველი გუნდის აღსასრულის წელია. „ეს ნაბიჯი არის მშიშარა კაცის და სასამართლოს და პროკურატურას ფორმალურად, ზურგს უკან ამოფარეული ქოც ბანდიტების გადაწყვეტილება. მივმართავ მათ, გეშინოდეთ, არც ერთი ნაბიჯი უკან და მხოლოდ და მხოლოდ ძალიან აგრესიულ და მწვავე შეტევაზე გადავალთ. დადგა დრო, რომ ეს ადამიანები აპირებენ ჩვენს ხარჯზე გამდიდრდნენ, მიისაკუთრონ ეს სახელმწიფო, ჩაგვსვან ციხეში და ა.შ. გიგი უგულავა არის ღირსეული ადამიანი და ჩვენ ყველანი ვდგავართ მის გვერდით. წელს,თქვენი აღსასრულის წელია, იცოდეთ, რომ დაგამთავრებთ, რაც არ უნდა ძალა გამოიყენოთ ჩვენს წინააღმდეგ, იმმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, თქვენკენ კი ტყუილი. ყველა თქვენი დარტყმა ჩვენ გვაძლიერებს და უფრო მეტნი ვიქნებით. კანონს ვერ დაგვარღვევინებთ, რომ ამაზე არ გამოგვეკიდოთ, ვიქნებით პრინციპულები, მშვიდობიანები. დაგმთავრებთ სადაც ხართ, თქვენ მოგიწევთ ციხეში წასვლა იმ უკანონობისთვის, რასაც ჩადიხართ ქვეყანაში“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)