|
2015-07-30 15:40:57, 353 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: რუსეთის წინააღმდეგ 19 ივნისს განხანგრძლივებულ სანქციებს საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის საბჭოს სანქციებს, რომელიც 19 ივნისს ერთი წლით გახანგრძლივდა, საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თემის კომენტირებისას განუცხადა. რაც შეეხება „იტარტასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარი ევროპის შვიდმა ქვეყანამ დაუჭირა, საქართველო კი, სანქციებს პოლიტიკურ ნაწილში შეუერთდა, ხოლო ეკონომიკურში მხარი არ დაუჭირა, ბაქრაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. თუმცა ამავე დროს, სახელმწიფო მინისტრი ვერ აკონკრეტებს რომელ სანქციებს შეუერთდა საქარტველო და რომელს არა. „ეს ინფორმაცია, რაც გავრცელდა, დაკავშირებული იმ სანქციის გაგრძელებასთან, რომელიც კიდევ ერთი წლით მოხდა. ამ სანქციებს ჩვენ თავის დროზეც ვიყავით მიერთებული, ქვეყნებთან ერთად. შესაბამისად, უბრალოდ მოხდა ამ სანქციის გადავადება დაახლოებით თვენახევრის წინ, ევროკავშირის საბჭოს მიერ. ჩვენ ევროკავშირის საბჭოს იმ სანქციებს, რომელიც ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებთ იყო მიღებული, და რომელიც იქნა გახანგრძლივებული ერთი წლით, ვართ მიერთებული და ეს არის მთავარი. ძალიან ბევრი, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სანქციები და ზომები იქნა მიღებული, რომელთა ნაწილზეც ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ-ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ვართ მიერთებული, არ ვართ მიერთებული. ეს არის ის ნაწილი, რომელზეც ჩვენ შეერთებული ვიყავით პირველივე დღიდან და ეს გაგრძელდა კიდევ ერთი წლით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)