|
2015-07-30 14:58:19, 418 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: მარტოხელა პენსიონერების ნაწილის ასე დატოვება, შეცდომა იყო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა შეცდომა იყო. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "სოციალურად დაუცველების სისტემას მუდმივად სჭირდება მონიტორინგი და კორექტირება. ასევე კორექტირება ათობით მეთოდოლოგიაში, წინასწარ სრული მოდერნიზება ხშირად შეუძლებელია. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა შეცდომა, რა თქმა უნდა იყო. ეს იყო შეცდომა, რომ მარტოხელა პენსიონერები 2 თვის განმავლობაში ასე დარჩნენ. თუმცა ჩვენ დროული რეაგირება გავაკეთეთ, ეს გამოსწორდება და ეს თანხები მათ აუნაზღაურდებათ.",-განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარტოხელა პენსიონერების სოციალური შეფასება გაზრდილი კოეფიციენტით განხორციელდება და მოხსნილი დახმარება აუნაზღაურდებათ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)