|
2020-02-07 19:13:11, 2730 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე - ევროკავშირის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად იზრდება როგორც ექსპორტი, ასევე ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ევროკავშირი 2019 წლის ანგარიშში ხაზს უსვამს სხვადასხვა მიმართულებებს, რომელშიც საქართველო პროგრესირდება, მათ შორის არის ექსპორტის დინამიკა, ეკონომიკური ზრდა, ასევე ქვეყნის წინსვლა საერთაშორისო რეიტინგებში არაერთ სფეროში, მათ შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. „მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან გვქონდა ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, ასევე 40 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტიორო კომპანიების რაოდენობა, მაგალითად, 2014 წელთან შედარებით. ანგარიშში ასევე საუბარია როგორც ეკონომიკურ გამოწვევებზე, ასევე ნავარაუდებთან შედარებით ბევრად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა", - განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილი - „გასული წლის მესამე კვარტალში დაგვიფიქსირდა 13%-ზე მეტი ზრდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების 100 პროცენტზე მაღალმა ზრდამ. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორების ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ იზრდება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მშპ-სთან მიმართებაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 7,6% შეადგინა", - აღნიშნა არველაძემ. 2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)