|
2020-02-07 12:46:36, 2068 ნახვა
კომენტარი
ბოკერია შოთაძის კანდიდატურაზე - ივანიშვილმა ისეთი მასხარას დანიშვნა გადაწყვიტა გენპროკურორად, ბოლომდე რომ ენდობა
„ივანიშვილმა ისეთი მასხარას დანიშვნა გადაწყვიტა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ბოლომდე რომ ენდობა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ თუ ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კვლავ დაბრუნდება თანამდებობაზე, ეს იქნება საზოგადოების შეურაცხყოფა. „ამ კაცის დაბრუნება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იქნება კიდევ ერთი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების, არა ოპოზიციის, არა როგორც ერთი ნაწილის. იმიტომ, რომ შოთაძე გადადგა, რადგან „ქართული ოცნების“ მომხრეები იყვნენ აღშფოთებულნი მისი საქციელით, ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო. ახლა ამას აბრუნებს იმიტომ, რომ არის ისტერიკასა და აგონიაში. ივანიშვილმა ისეთი მასხარის დანიშვნა გადაწყვიტა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ბოლომდე რომ ენდობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად, საპროკურორო საბჭო სხდომას გამართავს და წარდგენილი 4 კანდიდატიდან, რომელთა შორის არის ირაკლი შოთაძე, კენჭისყრის შედეგად ერთს შეარჩევს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)