|
2020-02-07 11:47:41, 2006 ნახვა
კომენტარი
კალაძე - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი
„ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი, ვისაც შეუძლია მოიპოვოს უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი, ეს არის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ საარჩევნო სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია არ დათანხმდება მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით. „ირაკლი კობახიძეს ვეთანხმები, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი და მოიპოვოს უმრავლესობა, ეს არის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. მგონი ყველა ყველაფერს ხედავს, თუ რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა გამოწვევებია და ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა არის „ქართული ოცნება“. სხვა დანარჩენი, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს დამოკიდებულია ხალხზე, მე დარწმუნეული ვარ ხალხის მხარდაჭერით იქნება ეს გამარჯვება. ოპოზიციის გადასაწყვეტია როგორ იმოქმედებენ, მთავარია შევჯერდეთ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენი მხრიდან გაკეთებული კომპრომისული ვარიანტი , 100/50-ზე იქნა შეთავაზებული, თუ ისინი დათანხმდებიან ამ ვარიანტს - დათანხმდებიან, თუ არა და არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)