|
2020-02-06 13:31:12, 1226 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე - ეუთოდან ვერ გვეტყვიან, ჩვენი ქვეყნისთვის რომელი საარჩევნო სისტემა სჯობს
„ეუთოდან ვერ გვეტყვიან, ჩვენი ქვეყნისთვის რომელი საარჩევნო სისტემა სჯობს“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, დასკვნაში ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგად უნდა იქნეს მიღებული. „ჩვენ ეუთოდან ვერ გვეტყვიან კონკრეტულად რომელი საარჩევნო სისტემა ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის. ეუთო მიუთითებს, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახად უნდა იქნას მიღებული პოლიტიკურ პარტიებს შორის, ფართო ჩართულობისა და ფართო პოლიტიკური კონსესუსის შესაბამისად. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფართო მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ნებისმიერ მოდელზე, რომელზეც მოხდება შეთანხმება, ეს უნდა იყოს ფართო მოლაპარაკების შედეგი“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოდირმა ოპოზიციას, როგორც „პატარა ბავშვებს“ მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, დათანხმდნენ შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)