11:46 - 07 Nov, 2026
|
2015-07-30 10:45:41, 571 ნახვა
საზოგადოება
მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
„მომდევნო ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირების სამსახურის უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 2 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და ოდნავ აგრილდება, თუმცა 3 აგვისტოდან კვლავ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. „დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. 2 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით დაიკლებს, შესაძლებელია ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა. სამი აგვისტოდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა ისევ მოიმატებს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ხათუნა ქოქოსაძემ.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)