|
2020-02-05 16:45:50, 1273 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე: 1 ივლისიდან 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება
„საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსია 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 30 ლარით გაიზრდება", - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების მხარდაჭერისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სახელმწიფოს ზრუნვა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ბენეფიტები. „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო პენსია, არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა. დღეს ყოველ პენსიონერზე გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმიურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000 ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)