|
2020-02-05 16:38:37, 1034 ნახვა
კომენტარი
ხულორდავა არველაძეს - ბატონო რეზო, ქვეყანაში ბავშვები მართლაც შიმშილობენ
„ბატონო რეზო, მართლაც შიმშილობენ ქვეყანაში ბავშვები და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს რაღაც უცნაური ამბავი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ხულორდავა უმრავლესობის წევრის, რეზო არველაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ“. ხულორდავას თქმით, ქვეყანაში ბავშვების შიმშილობის მიზეზი არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. „ბატონ რეზოს ვეტყვი, რომ მართლაც შიმშილობენ ქვეყანაში ბავშვები და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს რაღაცა უცნაური ამბავი. იმედი მაქვს, მინისტრი ამას ამგვარადვე გასცემს პასუხს. ბავშვები შიმშილობენ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული სოციალ-ეკონომიკური ფონია ქვეყანაში, როგორც თქვენც აღნიშნეთ სიღარიბე არის ერთ-ერთი დაუძლეველი პრობლემა. ასეთი პრობლემის არსეობის პერიოდში სულაც არ არის გასაკვირი, რომ შიმშილის პრობლემა არსებობდეს. მაგრამ თუ პრობლემას თვალს არ გავუსწორებთ და მის უარყოფაზე გააკეთებთ აქცენტს, მერე ძალიან რთულია, რომ გამოსწორებაზე სათანადოდ იმუშაო“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. ცნობისთვის, გუშინ დეპუტატმა რეზო არველაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ და თუ შიმშილობენ, მათ ოპოზიცია აშიმშილებს“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)