23:49 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 16:17:44, 933 ნახვა

კომენტარი
ბესელია - სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობას ითვლის

„სამწუხარო სურათს ვუყურებთ ახლა ჩვენ, როგორ ითვლის მმართველი პარტია ადამიანებს, რამდენი იდგება საპროტესტოდ“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებისა და კომფორტის დაკარგვის ყველაზე მეტად ეშინია.

„სამწუხარო სურათს ვუყურებთ ახლა ჩვენ, როგორ ითვლის მმართველი პარტია ადამიანებს, რამდენი ადამიანი იდგება საპროტესტოდ. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა იმიტომ, რომ ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საპროტესტო განწყობა და კრიტიკული განწყობა ქვეყანაში არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ეს შეიძლება წარმოიდგინო იმ სირცხვილის დერეფნებით, რომლებიც იმართება პარლამენტსი სხდომების პარალელურად. ყველაფრის ეშინიათ, ყველაზე მეტად იმ ძალაუფლების და კომფორტის დაკარგვის ეშინიათ, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ რეალობის აღქმის უნარი დააკარგვინა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე „60 ოლიმპიური ჩემპიონი დგას უნიათობაში და ეს კრიზისი არ არის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics