|
2020-02-05 15:56:45, 930 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - საქართველომ მსოფლიოში პირველმა მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის საპატიო წოდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებზე ისაუბრა. "მინდა შევეხო მსოფლიოში უპრეცენდენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომლითაც სრულიად უფასოდ სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. პროგრამის ფარგლებში დაავადებულ პირებს უახლესი თაობის, ძვირადღირებული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემათ. პროგრამა ფარავს სკრინინგულ, სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგის კვლევებს. საქართველოს მიღწევების უდიდესი აღიარებაა ის ფაქტი, რომ 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება", - აღნიშნა მინისტრმა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა წარმატებით დაასრულა 59 ათასზე მეტმა ადამიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)