|
2020-02-05 15:54:28, 1008 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - მედიკამენტების რაციონალურად გამოყენების და მათზე დანახარჯების შემცირებისთვის პოლიფარმაციის კონტროლზე ვიმუშავებთ
პარლამენტში, ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული თემა მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ამ კომპონენტზე მოდის ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული სტრატეგია, რომელიც მედიკამენტების ფასებზე, ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე იქნება გათვლილი. „მედიკამენტების რაციონალურად გამოყენების და მათზე დანახარჯების შემცირებისთვის ჩვენ ვიმუშავებთ პოლიფარმაციის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამასაც შეეხო. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა პროგრამა, 2017 წლიდან ამოქმედდა და უკვე 128 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. „თუმცა უნდა ითქვას, რომ პროგრამაში გამოიკვეთა გარკვეული ბარიერები, რაც მის წარმატებით მიმდინარეობას უშლის ხელს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევცვალოთ მედიკამენტების პროგრამის დღეს არსებული დიზაინი", - აღნიშნა მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)