|
2020-02-05 15:51:34, 968 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - პირველადი ჯანდაცვა გადადის ინოვაციურ ეტაპზე, რაც ტელემედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების მოწყობით დაიწყება
„საქართველოს პირველადი ჯანდაცვა გადადის სრულიად ინოვაციურ ეტაპზე, რაც ამ სექტორში ტელემედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების მოწყობით დაიწყება", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მოწყობილობა თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს და უმოკლეს დროში იძლევა პაციენტის შემოწმების, ჯანმრთელობის მონაცემების მიღებისა და დამუშავების შესაძლებლობას. მინისტრმა გამოსვლისას სამინისტროს ერთ-ერთ მიზნად ელექტრონულ ჯანდაცვის სრული მასშტაბით ამოქმედება დაასახელა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის დიჯიტალიზაციაში მნიშვნელოვანი აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორისაა პაციენტის ელექტრონული ბარათის შექმნა, რომელზეც განთავსება ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ელექტრონული რეცეპტი, ცნობები ჯანმრთელობისა და დაზღვევის შესახებ და სხვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)