|
2020-02-05 12:11:06, 997 ნახვა
კომენტარი
დეკანოიძე - „სირცხვილის კორიდორი“ დაანონსდა თუ არა, ივანიშვილის შეშინებული მსახურები მაშინვე შეიპარნენ პარლამენტში
„როდესაც სირცხვილის დერეფნები დაანონსდა, იმდენად ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ბიძინა ივანიშვილის მსახურებს, რომ დილასვე შიპარნენ აი ამ შენობაში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას მოქალაქეებისა და მათთან ურთიერთობის ეშინია. „როდესაც სირცხვილის დერეფნები დაანონსდა, იმდენად ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ბიძნა ივანიშვილის მსახურებს, რომ დილასვე შიპარნენ აი ამ შენობაში, რომელსაც იმდენად სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ გადაიქცა მართლაც სირცხვილის და უტიფრობის ციტატელად, მას შემდეგ, რაც აქ ადამიანებს თვალები დათხარეს და დააზიანეს მოქალაქეები. მათ ეშინიათ ადამიანებთან ურთიერთობის და ამიტომ შეიპარნენ პარლამნტში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)