|
2020-02-04 13:30:49, 1424 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის პარლამენტის სესიასთან დაკავშირება სპეკულაციის პიკია
„ბაღდათში მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია და შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც გარდაიცვალა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პლენარული სხდომის გადადებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას მოწოდებას. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ საკითხის პარლამენტის სესიასთან დაკავშირება „სპეკულაციის პიკია, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს“. „ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია მორალურადაც და დასკვნებია გასაკეთებელი, რა მოხდა. შესასწავლია საკითხი. ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს, არც იყო მოსალოდნელი, რამე მორალურობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. კომიტეტი არ არის, დარგი არ არის, საკითხი არ არის ისეთი, რომლის განხილვაც საგანგებო მნიშვნელობის არ იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის – სოფლის მეურნეობა იქნება ეს, ადგილობრივი თვითმმართველობა, საგარეო თუ სხვა საკითხები. იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებია, რომ ბოიკოტირება ამ შემთხვევაში არის ამ საკითხების წინააღმდეგ მიმართული და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანის, მათშორის ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)