|
2020-02-03 19:02:37, 1396 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: „ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა, კანონით მინიჭებული ბოიკოტის უფლება გამოვიყენოთ
„ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება ბოიკოტის შესახებ. სამწუხაროდ, ისინი არ არიან მზად ოპოზიციასთან საპარლამენტო დიალოგითვის “, - ამის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა. „ხვალ იწყება პარლამენტის საგაზაფხულო სესია და მინდა საზოგადოებას მოვახსენო ჩვენი გეგმების შესახებ. „ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება ბოიკოტის შესახებ. სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ არ არის მზად საპარლამენტო დიალოგითვის ოპოზიციასთან. „ქართული ოცნება“ დაშორდა ხალხს და ის მზად არაა ხალხთან სასაუბროდ. ამიტომ ხვალ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას. ბოიკოტი უკიდურესი ზომაა იმ პრობლემების ნათლად წარმოსაჩენად, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ხვალ პარლამენტთან გაიმართება პიკეტი და ეს არ იქნება მხოლოდ პარლამენტის მიდამოებში, პროტესტი გაგრძელდება ყველგან სახალმწიფოს სხვადასხვა ოგანოში, მთავრობასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რეგიონებში და იქნება ბრძოლა გამარჯვებადე. გამარჯვება ნიშნავს, გამოვტაცოთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სამართლიანი არჩევნების უფლება. სანამ არ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ისეთი კანონმდებლობა, რომლიც მისცემს პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ შანსს თავისუფალი , დემოკრატიული, გაუყალბებელი საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად, მანამ გაგრძელდება პროტესტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)