|
2020-02-03 15:41:59, 1334 ნახვა
კომენტარი
უგულავა კალაძეს: დღის ბოლომდე წარმოადგინეთ დოკუმენტი, რომელშიც ვაღიარე, რომ 50 მილიონი მოვიპარე
„დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი, როგორც თქვენ თქვით, განცხადება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა კალაძის ბრალდებებს. როგორც უგულავამ განმარტა, მას ედავებიან არა თანხის მოპარვას, არამედ იმას, რომ თბილისის მერად ყოფნის პერიოდში მაშინდელი მმართველი პარტიის წევრები დაასაქმა. „მას შემდეგ რაც დღეს ვიხილე ბატონი კალაძის უტიფარი ტყუილი, გადავწყვიტე განმარტება გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული. ერთი, საზოგადოებას ვცემ პატივს და არა კალაძეს, რომელიც მატყუარაა. რას მედავება პატივცემული ივანიშვილის პროკურატურა მე როგორც მერს. არც ერთ საქმეზე მე არავინ არ მედავება, რომ რაღაც მოვიპარე და სახლში წავიღე. მედავებიან მხოლოდ იმას, რომ მე დავასაქმე ადამიანები, რომლებიც მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მედავებიან იმას, რაც გაათკეცებულად, ათი ათას ხარისხში ჰყავს კალაძეს აყვანილი და გავსებული აქვს მერია უვიცი „ქოცებით“. როდესაც კალაძე ამტკიცებს, რომ მე რაღაც მოვიპარე, ბატონო კალაძე, თქვენ ხართ უწიგნული, ეტყობა არ იცი კითხვა და არ იცი, რომ ამ საქმეზე მე არანაირი ჩვენება არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია. დღის ბოლომდე მოგიწოდებთ და თქვენთვის გასაგები ენით, ტოებით და ბიჭოებით, თუ გინდათ მათ გარეშეც, დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი, როგორც თქვენ თქვით, განცხადება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც თქვენ ჰომოგენურად ყველაზე კარგად გესმი, ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია თვენივე ჟარგონით, თვენივე წრეში მოიკითხეთ თუ არ იცით“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ გიგი უგულავამ თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს „50 მილიონი მოიპარა“. „დღეს ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ძალიან მარტივია, ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა დაანახოს. შესაბამისად, ვერავინ დაიჩაგრება. კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო, რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ?!“, - განაცხადა კალაძემ. ე.წ. ფონდის ეპიზოდთან დაკავშირებით გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - შალვა თადუმაძე და მერაბ გაბინაშვილი 10 თებერვალს იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ამ საქმეზე პირველი ინსტანციისა და საპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)