23:01 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 13:28:28, 1454 ნახვა

კომენტარი
ნინო წილოსანი - ოპოზიცია ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად დარჩება მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ

„ეს ოპოზიცია საბოლოო ჯამში, დარჩება მხოლოდ ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ“, - ასე გამოეხმაურა 4 თებერვალს დაგეგმილ აქციას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე ნინო წილოსანი.

წილოსანი აღნიშნავს, რომ დეპუტატები ხვალ პარლამენტში შესვლას თავისუფლად შეძლებენ.

„ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა,  პარლამენტარები შეძლებენ პარლმანეტში შესვლას ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო იდგება თავის ადგილას. ეს ოპოზიცია კი საბოლოო ჯამში, დარჩება მხოლოდ ქუჩაში ლოზუნგების მაძახებლად მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ხვალ, 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად იხსნება. როგორც ცნობილია, ხვალ პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ სირცხვილის კორიდორი მოეწყობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics