|
2020-02-03 12:42:31, 976 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე აშშ-ში მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ ვიზიტს სანქციების თავიდან აცილების მცდელობად აფასებს
„ეს არის მომავალში მოსალოდნელი სანქციების თავიდან აცილების მცდელობა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რონამ გოცირიძე მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ ვიზიტს ვაშინგტონში. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის ნებისმიერი დიალოგი აშშ-ის ხელისუფლებასთან საპირისპირო შედეგით მთავრდება. „ეს არის მცდელობა აბსოლუტურად ჩამოშლილი სახის გაუმჯობესებისა. ეს არის მცდელობა მომავალში მოსალოდნელი სანქციების თავიდან აცილებისა. მაგრამ რა ვიზიტებიც დაიგეგმა ყველა დამთავრდა უარესად საქართველოს ხელისუფლებისათვის. ჩვენ ვიცით ამერიკაში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი პარლამენტის წარმომადგენლების მიერ. სწორედ ამ ვიზიტს მოჰყვა უმკაცრესი შეფასებები კონგრესისგან. პირიქით ლუსტრაციაა ნებისმიერი მათი დიალოგი, ჰგონიათ რომ კარგს ამბობენ და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა ენით ესმის ამერიკის ხელისუფლებას. ვერავინ ვერ დაუმტკიცებს ამერიკის ხელისუფლებას, რომ საქართველოში ეს ადამიანები რაიმეს წყვეტენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესთან შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამართავს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)