|
2020-02-01 14:03:27, 2287 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - პირველ რიგში ყველამ ნერვები დაიწყნაროს
„პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, იმას ყველა ინფექცია ადვილად ერევა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძე აღნიშნავს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ექიმთან თვითონ მიდიან, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა გააკონტროლონ. „პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, იმას ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ. ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან, ვინც კი ჩინეთში იყო, ვთქვათ, ორი კვირა კი არა, უფრო მეტი ხნის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ იქნება შემოსული ასეთი პირი, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება, იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილები ვრცელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)