|
2020-02-01 12:45:10, 2392 ნახვა
კომენტარი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
„ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს ქვეყანაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნებათ“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ ოთხი პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ორს H1N1 დაუდგინდა, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, განაგრძობენ მკურნალობას. „როგორც თქვენთვის ცნობილია, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებულია სულ ოთხი პაციენტი. აქედან ორ პაციენტს დაუდგინდა H1N1, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, განაგრძობენ მკურნალობას. ამათთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია, არსებული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. მათი ზოგადი მდგომარეობა, დღეისთვის თითქმის დამაკმაყოფილებელია. განაგრძობენ მეთვალყურეობას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, აქედან გამომდინარე, საჭიროებს კვლევის გაგრძელებას, რომლის საბოლოო პასუხს დაახლოებით 2-3 დღე სჭირდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)